ორბინიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმში
- დასრულებული პროექტები
პროექტი: ორბინიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმშიმდებარეობა: ქ. ბათუმი, მახვილაურის ქუჩა #35.
სერვისი: სრული საპროექტო მომსახურება და მშენებლობის ნებართვა.სახლის საერთო ფართობი: 500 კვ.მ.
სახლის გეგმარება სართულების მიხედვით:
პირველი სართული:
პირველი სართული დათმობილია ბიზნეს და დამხმარე სივრცეებს:
– კომერციული ფართი და მაღაზია საწყობით;
– სველი წერტილი პერსონალისა და მომხმარებლებისთვის.
მეორე სართული:
მეორე სართულზე განთავსებულია დამოუკიდებელი საცხოვრებელი ბინა:
– სამი საძინებელი: მათ შორის ერთი “მასტერ-საძინებელი” ინდივიდუალური კომფორტით;
– მისაღები ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი;
– სამი ვერანდა: გარე სივრცეები განტვირთვისთვის.
მესამე სართული:
მესამე სართულზე განლაგებულია მეორე საცხოვრებელი ბინა:
– ორი საძინებელი: ოპტიმალურად დაგეგმარებული პირადი ოთახები;
– მისაღები ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი;
– სამი ვერანდა მიმდებარე ხედებით.
მეოთხე სართული:
– დიდი ღია ტერასა: ვრცელი პანორამული სივრცე რეკრეაციისა და დასვენებისთვის.
პროექტი გამოირჩევა ფუნქციური მრავალფეროვნებით, რაც იდეალურად აერთიანებს კომერციულ და საცხოვრებელ ზონებს ერთიან არქიტექტურულ კონცეფციაში.
