ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი მცხეთაში
- დასრულებული პროექტები
პროექტი: ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი მცხეთაში
სერვისი: სრული საპროექტო მომსახურება და მშენებლობის ნებართვა.
სახლის საერთო ფართობი: 260 კვ.მ.
სახლის გეგმარება სართულების მიხედვით:
პირველი სართული:
პირველ სართულზე განთავსებულია საერთო სარგებლობისა და სამუშაო სივრცეები:
– საერთო ოთახი და სამზარეულო: ფუნქციური ზონა ოჯახური განტვირთვისთვის;
– კაბინეტი: იზოლირებული სამუშაო გარემო;
– სველი წერტილი და ტექნიკური ოთახი;
– ტერასა: სივრცე სუფთა ჰაერზე დასასვენებლად.
მეორე სართული:
მეორე სართული სრულად ეთმობა პრივატულ მოსასვენებელ ზონას:
– 4 საძინებელი: მათგან ორი აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილითა და საგარდერობე სივრცით;
– საერთო სველი წერტილი;
– ტერასა: საიდანაც იშლება ხედები მიმდებარე ლანდშაფტზე.
პროექტი ორიენტირებულია მაქსიმალურ კომფორტსა და ფუნქციურ დაგეგმარებაზე, რაც ქმნის იდეალურ გარემოს თანამედროვე საცხოვრებელი პირობებისთვის.
