





კომპანიის შესახებ
კომპანია "ახალი სახლი" დაარსდა სამშენებლო-არქიტექტურულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ. დაარსების დღიდან "ახალი სახლი" გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, რაც აისახება ყველა შესრულებულ პროექტში დამკვეთებთან გრძელვადიან პარტნიორობაში. "ახალი სახლი" დღეს აერთიანებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდს. კომპანიის არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები, ინჟინრები და პროექტის მენეჯერებს , რომლებიც ფლობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
"ახალი სახლი" დამკვეთებს სთავაზობს მომსახურებების სრულ სპექტრს ერთ სივრცეში,რომელშიც შედის: არქიტექტურული პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, მშენებლობა, პროცესის ზედამხედველობა და სარემონტო სამუშაოები. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვა და ინოვაციების მუდმივი დანერგვა. "ახალი სახლი" აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დაგროვილ გამოცდილებას, რათა ყოველი ახალი პროექტი იყოს წინაზე უკეთესი.
წლების წარმატებულმა მოღვაწეობამ "ახალი სახლი" ქვეყნის სამშენებლო სექტორში ერთ-ერთ წამყვან კომპანიად აქცია. დღეს კომპანია გამოირჩევა მაღალი რეპუტაციით, რომელსაც ასაზრდოებს მრავალრიცხოვანი წარმატებით დასრულებული პროექტები და დამკვეთების ნდობა. სამომავლოდ, "ახალი სახლი" ისახავს მიზნად კიდევ უფრო გაიზარდოს და განვითარდეს: დანერგოს ახალი ტექნოლოგიები და სამუშაო მეთოდები, გააფართოოს მომსახურების სფეროები და განამტკიცოს ლიდერის პოზიცია ბაზარზე.
















