ინტერიერის დიზაინი
ინტერიერის დიზაინის სერვისით ვქმნით თქვენს სურვილებზე მორგებულ სივრცეებს. ჩვენ გთავაზობთ დეტალურ კონსულტაციას, სივრცის დაგეგმვას და 3D ვიზუალიზაციას თქვენი ხედვის გასაცოცხლებლად. ინტერიერის დიზაინის შექმნის ეტაპებია:
- წინასაპროექტო სტილისტური კონცეფციის შექმნა;
- სივრცის ფუნქციური გეგმის მომზადება;
- ავეჯის განლაგების გეგმის მომზადება;
- შიდა სივრცის აღქმა ვირტუალური რეალობის სათვალით (VR);
- ჩაშენებული ავეჯის ტექნიკური ნახაზების მომზადება;
- სამზარეულოს პროექტის შექმნა;
- ჭერისა და განათების გეგმის მომზადება;
- შიდა ელექტროობის გეგმის მომზადება;
- კედლების განშლა ტექსტურებისა (ფერის კოდები) და მათი ფართების მითითებით;
- იატაკზე გამოყენებული მასალების განლაგების შემუშავება;
- კერამიკული ფილების წყობის გეგმებისა და განშლების შექმნა;
- რადიატორებისა და კონდიციონერების განაწილება;
- მასალების შერჩევა დამკვეთის ბიუჯეტის გათვალისწინებით;
- ფარდების, ჟალუზების და საკიდების შერჩევა;
- დეკორატიული ელემენტებისა და მცენარეების შერჩევა;
- 3D ვიზუალიზაცია.