რემონტი
რემონტი გადამწყვეტ როლს თამაშობს ინტერიერის დიზაინის კონცეფციის რეალობად გარდაქმნაში. პირველი ეტაპია არსებული სივრცის საფუძვლიანი შეფასება, რის შედეგადაც ვადგენთ დეტალურ გეგმას და მთელი პროცესის განმავლობაში ვახორციელებთ მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლს. სარემონტო მომსახურების ეტაპებია:
- ინტერიერის დიზაინის პროექტის მომზადება;
- პროექტის მენეჯერის დანიშვნა;
- ხელოსნების ჯგუფის დამტკიცება;
- კალენდარული გეგმა-გრაფიკის მომზადება;
- ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- მასალის შესყიდვების და მიწოდების უზრუნველყოფა;
- ხარისხის პერიოდული მონიტორინგი;
- ვადების სისტემატიური კონტროლი;
- დასრულებული რემონტის დამკვეთისთვის ჩაბარება.