„ახალმა სახლმა" სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 28-ე საერთაშორისო გამოფენა „Caucasus Build 2024“ -ში მიიღო მონაწილეობა.

„ახალმა სახლმა" გამოფენაზე მოსულ სტუმრებს მე-5 პავილიონში უმასპინძლა. კომპანიის სტენდთან დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ კომპანიის სერვისებს, VR სათვალის საშუალებით დაათვალიერეს ჩვენს მიერ ექსკლუზიურად შესრულებული სახლების პროექტები და ვირტუალურად აღიქვეს დიზაინისა და არქიტექტურის ელემენტები. ამასთან ერთად, გამოფენაზე მოსული სტუმრებისთვის, კომპანიამ განსაკუთრებულ შეთავაზებებიც მოამზადა და თითოეულ სასურველ სერვისზე 10 %-იანი ფასდაკლებით მოემსახურა.